თბილისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო - „ევროპის მარშის“ მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ

11 მაისი 2024, 21:29 474 ნახვა

თბილისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო. დედაქალაქის სამი ლოკაციიდან დაძრული „ევროპის მარშის“ მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ.

შეკრებილებს ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. გაშლილი აქვთ ბანერები წარწერებით: „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“, "კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.

ევროპის მოედანზე სცენაა დამონტაჟებული, სადაც ორგანიზატორები და აქციის მონაწილეები სიტყვით გამოდიან.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი