უნდა დასრულდეს უცხო სახელმწიფოების ინტერესებისადმი გაფეტიშებული დამოკიდებულება - ირაკლი ღარიბაშვილი

11 მაისი 2024, 15:04 394 ნახვა

დარბიან „ენჯეოების“ წარმომადგენლები და იცავენ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არამედ უცხო სახელმწიფოების ინტერესებს. უნდა დასრულდეს უცხო სახელმწიფოების ინტერესებისადმი გაფეტიშებული დამოკიდებულება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტზე და პრემიერის გზავნილებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამარცხვინოა, მე მრცხვენია, რომ საუბრობენ, რომელ ქვეყანას უნდა ვემსახუროთ. როგორ შეძლება უცხო ქვეყნის ინტერესების ლეგალიზებაზე ვისაუბროთ დღეს ჩვენ კატასტროფაა! სირცხვილია, მთელი რეგიონი გვიყურებს, ჩვენი მეზობლები გვიყურებენ! დარბიან ეს „ენჯეოების“ წარმომადგენლები და იცავენ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არამედ უცხო სახელმწიფოების ინტერესებს. უნდა დასრულდეს უცხო სახელმწიფოების ინტერესებისადმი გაფეტიშებული დამოკიდებულება. ყველას პატივი უნდა ვცეთ. უნდა შევიძინოთ მეგობრები. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენ ინტერესები, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე და შიშის კანკალით არ უნდა ვილაპარაკოთ. მეგობრები, პარტნიორები უნდა შევიძინოთ და გავაძლიეროთ ურთიერთობა ჩვენს ამერიკელ, ევროპელ მეგობრებთან და ყველასთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი