საქართველოში დღეს თუ ვინმეს, რომელიმე პოლიტიკურ ძალას შესწევს უნარი, შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა, უზრუნველყოს განვითარება, მათ შორის, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის ერთადერთი უალტერნატივო პარტია – ქართული ოცნება“, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პარტიის აქტივთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნისთვის ალტერნატივა არ არსებობს.
„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, ბორჯომში შევხვდით სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პარტიის აქტივს. ვისაუბრეთ არჩევნების საკითხებზე, ბუნებრივია, შევეხეთ მიმდინარე საკითხებს, მოვლენებს, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, რეგიონში საერთოდ. გავაკეთეთ ანალიზი, გავუზიარე ინფორმაცია, თუ როგორ ვითარდებოდა ბოლო წლებში ქვეყანაში მოვლენები, რა განსაცდელები გამოვიარეთ, რა გამოწვევებს გაუძლო ქვეყანამ და როგორ მოვედით დღემდე. მთავარი მესიჯი არის ის, რომ ჩვენი პარტია კარგად უნდა იყოს მომზადებული არჩევნებისთვის, რომ ძლიერად გავიმარჯვოთ. მინდა, კითხვაც დავსვა და მოსახლეობას, ხალხს მივმართო.
დღეს ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, ბორჯომში შევხვდით სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პარტიის აქტივს. ვისაუბრეთ არჩევნების საკითხებზე, ბუნებრივია, შევეხეთ მიმდინარე საკითხებს, მოვლენებს, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, რეგიონში საერთოდ, გავაკეთეთ ანალიზი, გავუზიარე ინფორმაცია, თუ როგორ ვითარდებოდა ბოლო წლებში ქვეყანაში ვითარება, რა განსაცდელები გამოვიარეთ, რა გამოწვევებს გაუძლო ქვეყანამ და როგორ მოვედით დღემდე. ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი პარტიის აქტივთან, რა თქმა უნდა, მთავარი მესიჯი არის ის, რომ ჩვენი პარტია მაგრად უნდა იყოს მომზადებული არჩევნების დღისთვის, რომ ძლიერად გავიმარჯვოთ. მინდა, კითხვაც დავსვა და მოსახლეობას, ხალხს მივმართო, თუ ვინმეს, რომელიმე პოლიტიკურ ძალას დღეს შესწევს უნარი და ძალა, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და უზრუნველყოს განვითარება მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის ერთადერთი, უალტერნატივო ძალა „ქართული ოცნება“. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, სხვა ალტერნატივა ეს არის ნგრევა, ომი, ქაოსი და უბედურება, რომელიც უკავშირდება ნაცმოძრაობას და მის სატელიტებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.