დღეს გახდება ცნობილი დააკმაყოფილებს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას ე.წ. ციანიდის საქმის წინასასამართლო სხდომის გადადებასთან დაკავშირებით. პროკურატურა წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადავადებას ითხოვს.ადვოკატები მიიჩნევენ რომ დეკანოზი უდანაშაულოა, პროკურატურა კი ამ მოთხოვნით დეკანოზის უკანონო პატიმრობას ახანგრძლივებს. ბრალდებული დეკანოზის ადვოკატები წინასწარ ირწმუნებიან რომ,სასამართლო მთავარი საგამოძიებო უწყების შუამდგომლობას დააკმაყოფილებს. მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს ერთი თვით სხდომის გადადების თაობაზე 24 მარტს მიმართა.