ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე ფიზიკურად იძალადეს? შსს-ს მინისტრი აცხადებს, რომ ამას გამოძიება დაადგენს. დეტალებზე საუბრისგან ვახტანგ გომელაურმა თავი შეიკავა.
იუსტიციის მინისტრი კი ამბობს, რომ ხელისუფლების ინტერესში არ შედის ვინმესთვის ზიანის მიყენება.