მოსკოვის სამხედრო აღლუმში 9 ათასი სამხედრო მონაწილეობდა

09 მაისი 2024, 14:04 412 ნახვა

უკრაინის ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცები,  9 ათასზე მეტი სამხედრო, 79 ერთეული ტექნიკა, სარაკეტო-გამშვები სისტემები, ავიაცია და სხვა სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა მოსკოვის წითელ მოედანზე გამარჯვების 79-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში.  

აღლუმი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მიიღო.

აღლუმს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ყაზახეთის, ლაოსის, გვინეა-ბისაუს, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ბელარუსის, თურქმენეთისა და კუბის ლიდერები ესწრებოდნენ. 

სამხედრო აღლუმს არ დაესწრო მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში