3 ადამიანი დაშავდა და 13 საცხოვრებელი სახლი განადგურდა კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად. რუსეთის არმიამ ღამით უკრაინის მიმართულებით 55 რაკეტა და 21 კამიკაძე დრონი გაუშვა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 39 რაკეტისა და 20 დრონის განეიტრალება შეძლო. მანამდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის 7 ოლქზე მასირებული შეტევის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, რუსული ძალების სამიზნე ენერგოობიექტები იყო.
დაზიანებულია სამი ელექტროსადგური.