რუსულმა ძალებმა, დნიპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რეგიონი დაბომბეს

07 მაისი 2024, 10:33 314 ნახვა

რუსულმა ძალებმა, დნიპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რეგიონი დაბომბეს, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

გავრცელებული ინფორმაციით, დაიბომბა სუმის ოლქის 11 სასაზღვრო დასახლება, დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 87 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, იგი მხარს უჭერს ევროპაში მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების დაახლოებით 90% უკრაინისთვის იარაღის შესყიდვაზე უნდა დაიხარჯოს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი