გზავნილი ბრიუსელიდან

04 მაისი 2024, 20:08 447 ნახვა

აღდგომის პარალელურად გრძელდება აქციები. დღეს თბილისსა და ბათუმშიც აქციის ორგანიზატორთა განცხადებით ისინი სააღდგომო ლიტურღიას დაესწრებიან და ეკლესიებთან შეიკრიბებიან, ხოლო პოლიტიკურ არენაზე ევროპელი პარტნიორების კრიტიკა და ''ქართული ოცნების'' უცვლელი პოზიცია და მოთხოვნა დისკუსიისკენ. 

შარლ მიშელისა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბრის შემდეგ ოპონენტები პრემიერს ტონს უწუნებენ, თუმცა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მთავარი აქცენტი მიშელის განცხადებაში მაშინ გაკეთდა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დისკუსიის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში