აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა ამჯერად თბილისში იმართება.
მთავრობის მეთაურმა ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ისაუბრა იმ საინვესტიციო და საფინანსო გეგმებზე, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ ჰაბად ქცევას უკავშირდება.