ბათუმში სულიკო ჟღენტის სახელობის ქართული კინოს მუზეუმი იხსნება. კინოდრამატურგის სახელობის კინოს მუზეუმი ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ხულოს ქუჩაზე, კერძოდ ძველი აბანოების შენობაში გაიხსნება.
კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გასული წლის მაისში გამოცხადდა და გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოები მომდევნო წლის ნოემბერში დაასრულოს.
ახალი მუზეუმის გახსნისთვის ბიუჯეტიდან მილიონ 700 ათას ლარზე მეტია გაწერილი, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ივერთმშნი„ ახორციელებს.
აჭარის განათების სამინისტროში განმარტავენ, რომ ძეგლს პირვანდელი სახე შუნარჩუნდება.