ვენეციის კომისიის მოსაზრება მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონის პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე კვირაში გასაჯაროვდება. კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაცია ონლაინ შეხვედრებს მართავს საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან და დასკვნა საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოქვეყნდება.
მოსაზრება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე მზადდება.
ცნობილია, რომ ონლაინ შეხვედრები ვენეციის კომისიის დელეგაციამ მიმდინარე კვირაში უკვე გამართა სახალხო დამცველთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინმედიისა და მაუწყებლების წევრებთან.