გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ესაუბრა. დერეკ შოლეს მიერ გავრცელებული განცხადებით ვიგებთ, რომ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს განუცხადეს შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით.
,,მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს“ - წერს ამერიკელი მაღალჩინოსანი და ამასთან მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება ევროატლანტიკური მომავლის მიმართ.