საიუბილეო კონცერტი 

02 მაისი 2024, 10:02 759 ნახვა

ანსამბლმა „ხორუმმა“ ქორეოგრაფ თემურ ბიბილეიშვილის 85 წლის იუბილე კონცერტით აღნიშნა. განდაგანა, მთიულური, მხედრული და კიდევ ბევრი ახალი და ძველი ნომრები, განახლებული  სცენოგრაფიითა და მუსიკალური კომპოზიციით შესრულდა.

საიუბილეო საღამოს ანსამბლი ახალი ნომრით შეხვდა და ვაჟა ფშაველას  სტუმარ-მასპინძელი  დადგეს. 

ანსამბლმა ღონისძიების მოსამზადებლად ოთხი თვე იმუშავა. ანსამბლი 2002 წელს შეიქმნა, რომელსაც სათავეში ქართული ეროვნული ქორეოგრაფიის აკადემიის წევრი თემურ ბიბილეიშვილი ჩაუდგა.

2010 წელს „ხორუმს“ „სახელმწიფო ანსამბლის“ სტატუსი მიენიჭა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი