თუ ზუსტად არ იციან ჩვენმა რადიკალმა ოპონენტებმა, რომ გარანტირებულად აგებენ არჩევნებს, მაშინ, რა აწუხებთ? მოვიდნენ ხელისუფლებაში და ნოემბერში შეცვალონ კანონი - ირაკლი კობახიძე

01 მაისი 2024, 19:39 383 ნახვა

"კანონის მიღებას სჭირდება დრო - აქედან, კიდევ, ორი კვირა, მერე, კიდევ, ოთხი კვირა, მერე ხელის მოწერას სჭირდება, კიდევ, ერთი კვირა, ამის შემდეგ, კიდევ, სამი თვე სჭირდება, ვიდრე მოვა ვადა დეკლარაციის შევსების, გადადის ეს ყველაფერი, თუ არ ვცდები, სექტემბრის ბოლომდე - ამის შესახებ, ირაკლი კობახიძემ კანონის პროცედურულ განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე: "ხომ არ არის შანსი, რომ გაჩნდეს, ამ კანონპროექტის კომპრომისული ვარიანტი და ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ კანონპროექტს მეტ ლეგიტიმაციას შესძენს, მაგალითად, კენჭი უყაროს მომავალი მოწვევის პარლამენტმა და ამ შემთხვევაში, 2024 წლის არჩევნები იქნებოდა, ერთგვარი, პლებისციტი? პრემიერმა უპასუხა, რომ არსებითად, დრო არსებობს.

 

"კანონის მიღებას სჭირდება დრო - აქედან, კიდევ, ორი კვირა, მერე, კიდევ, ოთხი კვირა, მერე ხელის მოწერას სჭირდება, კიდევ, ერთი კვირა, ამის შემდეგ, კიდევ, სამი თვე სჭირდება, ვიდრე მოვა ვადა დეკლარაციის შევსების, გადადის ეს ყველაფერი, თუ არ ვცდები, სექტემბრის ბოლომდე. არსებითად დრო არსებობს. 

 

თუ ზუსტად არ იციან ჩვენმა რადიკალმა ოპონენტებმა, რომ გარანტირებულად აგებენ არჩევნებს, მაშინ, რა აწუხებთ. მოვიდნენ ხელისუფლებაში და ნოემბერში შეცვალონ კანონი. ზუსტად იციან, რომ შანსი არ აქვთ არჩევნების მოგების. ხომ გასაგებია, ცხადია, ეს ყველაფერი. თვითონ ხომ იციან საკუთარი რეიტინგი. ჩვენ რომ დაგვიფიქსირდა 61,5% მარტის შუა რიცხვებში, ხომ ვიცით რა გამოდის მათი რეიტინგი. მთელი კოლექტიური რადიკალური ოპოზიციის რეიტინგი გამოდის, დაახლოებით 25%. ამ ვითარებაში, არავითარი იმედი არ აქვთ, რომ მოიგებენ არჩევნებს" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი