შეხვედრა თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს საზღვაო საკითხების სამმართველოს გენერალურ დირექტორთან

01 მაისი 2024, 14:38 389 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზღვაო საკითხების სამმართველოს გენერალურ დირექტორს შეხვდა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმი თურქეთის საზღვაო ძალების გემების რეგულარული მასპინძელია. 

ვიზიტები ბათუმის პორტში და მუდმივი მხარდაჭერა სამხედრო მიმართულებით ხელს უწყობს სტაბილურობის შენარჩუნებას შავი ზღვის რეგიონში.  

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი