ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი, ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური განცხადებები დღევანდელი დღისთვის შეუფერებელი იყო.
„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და კაპრალებო, პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით.
ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე ყველა აგებს პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლამდე ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.