თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავი. მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მონაწილეებმა, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას. შემდეგ კი სიტყვით გამოვიდნენ პრეზიდენტი, პრემიერი და თავდაცვის მინისტრი.