ხმაურით დაიწყო ბათუმის საკრებულოს სხდომა, რომელზეც ოპოზიცია ბანერებით მივიდა. "კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - ოპოზიციონერ დეპუტატებს იგივე წარწერები აქვთ მაისურებზე, რაც უმრავლესობის წევრებმა გააპროტესტეს. რადგან მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ კანონი რუსული არაა. გაკეთდა განცხადებებიც, მათ შორის მიმდინარე აქციებთან და ბათუმობასთან დაკავშირებითაც.