უვიზო მიმოსვლა დაფუძნებულია კონკრეტულ კრიტერიუმებზე, რომლებსაც პირნათლად ვასრულებთ, მოვუწოდებ ყველას, თავი დაანებონ მანიპულაციას და ქვეყანას ნუ აზიანებენ - ილია დარჩიაშვილი

29 აპრილი 2024, 18:48 273 ნახვა

კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის საკითხით მანიპულირებენ, აზიანებენ ჩვენს ქვეყანას, რაც მავნებლური ქმედებაა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„ვიზალიბერალიზაციაზე არავინ საუბრობს, გარდა ევროპარლამენტის კონკრეტული რეზოლუციისა. კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ამ საკითხით მანიპულირებენ, აზიანებენ ჩვენს ქვეყანას და ეს არის მავნებლური ქმედება.

დღეს არავინ საუბრობს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, თავი დაანებონ პოლიტიკურ მანიპულაციას და ნუ აზიანებენ ქვეყანას, რომელმაც ძალიან დიდი შრომით, ძალისხმევით, რეფორმებით მიაღწია იმ დიდ მონაპოვარს. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი მავნებლური, პოლიტიკური მანიპულაციებისგან. უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე არავინ საუბრობს. ეს არის ყველაზე დიდი მავნებლობა იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და აზიანებენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის უდიდეს მონაპოვარს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, როგორც დარჩიაშვილმა განმარტა, უვიზო მიმოსვლა დაფუძნებულია კონკრეტულ კრიტერიუმებზე, რომლებსაც საქართველო პირნათლად ასრულებს.

„გვაქვს ყოველწლიური ანგარიშები, ანგარიშს ვამზადებთ კონკრეტული მიმართულებით, კონკრერული კრიტერიუმის მიხედვით, როგორ შევასრულეთ ვალდებულებები. ამ მხრივ საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს და არავინ აპირებს, ამ მიმართულებით  კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. არაერთი საფუძველს მოკლებული და უსამართლო რეზოლუციები გვინახავს, ესეც მორიგი შემთხვევაა. უვიზო მიმოსვლაზე მხოლოდ და მხოლოდ საუბრობს ერთი კონკრეტული რეზოლუცია და საუბრობს ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებსაც არანაირად არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობენ“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი