ანრი ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავა და თეონა აქუბარდია სხდომათა დარბაზიდან გააძევა

29 აპრილი 2024, 17:23 300 ნახვა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატებს თინა ბოკუჩავასა და თეონა აქუბარდიას დაატოვებინა.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, არაერთი მოწოდების მიუხედავად ისინი რეგლამენტს არ იცავდნენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ კი სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

იქამდე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი გიორგი დავითურიც გააძევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი