პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გრძელდება.
აქციის მონაწილეები, ამ დროისთვის, ძირითადად, ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფებიან.
პროტესტი, თავდაპირველად, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, შემდეგ კი დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირის გავლით, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, აქციის მონაწილეები ჯებირებისა და პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის წინ დამონტაჟებულ სცენასთან მისვლას ცდილობდნენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, "გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით", ხვალ, პლენარული სხდომა არ მოიწვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კონტრაქციას აანონსებენ.