დღეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა საფრთხეშია. საქართველოსგან ითხოვენ ანჩურიის რესპუბლიკის შექმნას და ქართველების გადაკეთებას ანჩურიელებათ - ლადო მგალობლიშვილი

28 აპრილი 2024, 14:40 445 ნახვა

დღეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა საფრთხეშია. საქართველოსგან ითხოვენ ანჩურიის რესპუბლიკის შექმნას და ქართველების გადაკეთებას ანჩურიელებათ, -  ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან’’, ლადო მგალობლიშვილი 29 აპრილს თბილისში დაგეგმილ აქციას.

„ამერიკელმა მწერალმა ო. ჰენრიმ დაწერა დიდებული ნაწარმოები „კომბოსტო და მეფეები“, სადაც ფიგურირებს გამოგონილი, მუდმივი რევოლუციების კარიკატურული რესპუბლიკა ანჩურია. სწორედ, აქედან მოდის საერთაშორისო ურთიერთობებში დამკვიდრებული ტერმინი - ბანანის რესპუბლიკა.

 

დღეს, უცხო ძალები, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტს უკრძალავენ კანონის მიღებას. ქართულ სასამართლოს ავალებენ, გაათავისუფლოს მრავალ დანაშაულში მსჯავრდებული/ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ხელისუფლებას და ეკლესიას უკრძალავენ ეროვნული ღირებულებების დაცვას და არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდასთან ბრძოლას.

 

დღეს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა საფრთხეშია. საქართველოსგან ითხოვენ ანჩურიის რესპუბლიკის შექმნას და ქართველების გადაკეთებას ანჩურიელებად. ამიტომ, 29 აპრილს, უნდა შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი და ზვიად გამსახურდიას მიერ, დამოუკიდებლობის გამოცხადებისას ნათქვამი სიტყვები გავაგონოთ მთელ მსოფლიოს - ,,გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, გვფარავდეს ღმერთი“, -აღნიშნულია მგალობლიშვილის გამოხმაურებაში, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი