ხულოში, სოფელ გელაძეებში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები სრულდება. საავტომობილო გზაზე ორი თვის განმავლობაში აქტიური იყო მეწყრული კერა და ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა აღდგენითი სამუშაოების წარმოება.
აღნიშნული გზით 30-მდე ოჯახი სარგებლობს და სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება.