,,რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი’’- ამ სახელწოდების ფორუმი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტმა გამართა. ფორუმში აჭარის უმაღლესი სასწავლებლების 50 სტუდენტი მონაწილეობს. სტუდენტებმა განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და მათი მოგვარების გზები დასახეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. ხვალ კი უკვე სტუდენტებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდებიან. ფორუმი 2 დღიანია და ხვალ დაიხურება.