„ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული

25 აპრილი 2024, 12:13 389 ნახვა

ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიაში, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის მიერ არის მომზადებული, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.

რეზოლუციის პროექტში, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ევროპის სახალხო პარტიამ“ შეიმუშავა და რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ ქართული კანონპროექტი რუსულის მიხედვით შეიქმნა და ასეთივე კანონმდებლობა ცოტა ხნის წინ ყირგიზეთსა და აფხაზეთში მიიღეს.

დოკუმენტის, რომლის ავტორებად რამდენიმე ევროპარლამენტარია მითითებული, მათ შორის, მირიამ ლექსმანი, მაიკლ გელერი, დევიდ მაკალისტერი და ანდრიუს კუბილიუსი, სამოტივაციო ნაწილში წერია:

"კანონპროექტი მოდელირებულია მსგავსი კანონიდან, რომელიც 2012 წელს მიიღო რუსეთმა, ცოტა ხსნის წინ კი ყირგიზეთმა და აფხაზეთმა".

ევროპარლამენტის საბოლოო რეზოლუციის პროექტში, რომელსაც დღეს უნდა ეყაროს კენჭი, დოკუმენტის ეს ჩანაწერი გაზიარებული არ არის.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი