„მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ პროექტის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მიზანი ეკოლოგიურ და შრომით მიგრანტებს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების რეალიზაციაში ხელშეწყობაა. ასევე ისაუბრეს საზღვარგარეთ არალეგალური დასაქმების დროს არსებული საფრთხეების შესახებ, შრომითი ტრეფიკინგის თავიდან აცილების საშუალებებზე და საკუთარი უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმებზე. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.