ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

22 აპრილი 2024, 13:44 417 ნახვა

ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსი, გენერალ-მაიორი აარონ ჰალივა თანამდებობას ტოვებს, თუმცა მოვალეობის შესრულებას თავისი შემცვლელის დანიშვნამდე გააგრძელებს.

გასულ წელს ჰალივამ განაცხადა, რომ მან საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა დაზვერვის წარუმატებლობაზე, რასაც 7 ოქტომბერს ისრაელის ქალაქებზე „ჰამასის“ თავდასხმა მოჰყვა.

7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებით არმიაში შიდა გამოძიება მიმდინარეობს, რომლის შედეგები ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ჰერცი ჰალევის ივნისის დასაწყისში უნდა წარუდგინონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში