„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს სხვადასხვა სფეროში, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებს.