ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან

22 აპრილი 2024, 08:03 324 ნახვა

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

საბჭო განიხილავს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ვიდეო კონფერენციის საშუალებით აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, მათ შორის ადგილზე და უფრო ფართო რეგიონში განვითარებულ მოვლენებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში