ზელენსკი ამერიკული დახმარების ჯარისკაცებამდე მიღწევის დროის მინიმუმამდე შემცირებისკენ მოუწოდებს

22 აპრილი 2024, 09:03 386 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ახლა  ძალისხმევის გააქტიურებას მოითხოვს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს დრო უკრაინის სამხედრო დახმარების გამოყოფის პოლიტიკურ გადაწყვეტილებასა  და მის ქვეყნის ჯარისკაცებისთვის დროულად მიწოდებას შორის. 

ამერიკულ მედისაშუალებებთან  ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ კანონპროექტის მიღება ძლიერ გზავნილს გაუგზავნის რუსეთს, რომ ვაშინგტონი დგას კიევის გვერდით და, რომ ის არ იქნება „მეორე ავღანეთი“.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ, ორპარტიული მხარდაჭერით,  95 მილიარდი დოლარის საკანონმდებლო პაკეტი  მიიღო, რომელიც  უსაფრთხოების სფეროში უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარებას ითვალისწინებს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში