საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა

22 აპრილი 2024, 10:59 379 ნახვა

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების  საყოველთაო-სახალხო განხილვები  უმრავლესობამ დღეს ქუთაისიდან დაიწყო. 25 აპრილს კი შეხვედრა  ბათუმში გაიმართება.

საკონსტიტუციო ინიციატივას უმრავლესობის 83 დეპუტატი აწერს ხელს.    ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

კორექტირდება, კონსტიტუციის 30-ე მუხლი  რომლითაც  ქორწინების დეფინიციაა განსაზღვრული.  

უმრავლესობის თქმით, ამ მუხლს დაემატება მესამე მუხლი, შემდეგი შინაარსით: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი