''ქართული ოცნების'' შეფასება

20 აპრილი 2024, 18:13 453 ნახვა

პროტესტის პარალელურად, „ქართული ოცნების“ ლიდერები კვლავ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ უმრავლესობა უკან არ დაიხევს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დამტკიცდება.

ირაკლი ღარიბაშვილი აქციებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მათ ვინც გამჭვირვალობას ეწინააღმდეგება, არაფერი აქვთ საერთო ევროპასთან და დემოკრატიასთან.

მამუკა მდინარაძემ კი პირდაპირ აღნიშნა, რომ აქციებზე დადებული ფიცის ტექსტში ნახსენები, მამული ენა ერთობა, პირდაპირ ეწინააღმდეგება სარწმუნოებას და ილია ჭავჭავაძის სულისკვეთების დამახინჯებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი