მამული, ენა, სარწმუნოება! ეს სამება ურყევია და წმინდა, მასში ვერაფერი ჩანაცვლდება და მოაკლდება, მისი დარღვევა არავის გამოსვლია - შალვა პაპუაშვილი

20 აპრილი 2024, 17:55 379 ნახვა

მამული, ენა, სარწმუნოება! ეს სამება ურყევია, მტკიცეა და წმინდა! მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება, – ასე ეხმაურება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აქციის მონაწილეების მხრიდან გაჟღერებულ სიტყვებს: "მამული, ენა, ერთობა!"

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მისი დარღვევა არავის გამოსვლია, რადგან საქართველოსთან იგივდება ამ სახით.

„მამული, ენა, სარწმუნოება!

 

ეს სამება ურყევია, მტკიცეა და წმინდა! მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!

 

მისი დარღვევა არავის გამოსვლია, რადგან ის საქართველოსთან იგივდება ამ სახით, ამ დათქმით, ამ შეთანხმებით!“, – წერს პაპუაშვილი.

 

აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალთან დადეს ფიცი, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ. ფიცის დადების დროს გააჟღერეს ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები, თუმცა, სარწმუნოების ნაცვლად, გამოიყენეს სიტყვა - ერთობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი