თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად სტუმრობენ.
უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ინფორმაციულ შეხვედრებში, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობენ.
ამჯერად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე შეხვდა.