სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი - უცხოური მედია

20 აპრილი 2024, 12:45 412 ნახვა

სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი. ამის შესახებ, უცხოური მედია წერს.

როგორც ცნობილია, ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა და აზერბაიჯანულმა მხარემ დაადასტურა.

კერძოდ, მხარეებმა შეათანხმეს, სად გაივლის საზღვრის ხაზი გარკვეულ მონაკვეთებზე, მას შემდეგ, რაც ერევანი ბაქოს თავრუშის ოლქის ოთხ სოფელზე კონტროლს გადასცემს.

საუბარია სოფლებზე - ბაღანის აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი, რომლებიც ბოლო წლებში მიტოვებული იყო. ოფიციალური ერევანი აღნიშნულ სოფლებს, 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა.

მედიის ცნობითვე, ბაქო და ერევანი, ასევე, შეთანხმდნენ, უახლოეს მომავალში გაიყვანონ სამხედროები აღნიშნული მონაკვეთებიდან და იქ სასაზღვრო სამსახური განათავსონ. გარდა ამისა, შეათანხმონ რიგითობა საზღვრის დანარჩენ მონაკვეთებზე დელიმიტაციის პროცესის გასაგრძელებლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი