სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

20 აპრილი 2024, 10:58 350 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში - 53-გვერდიანი დოკუმენტი საქართველოს წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას მოიცავს. საქართველოს სახელმწიფოს ძირითად საფრთხეს, კვლავ, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, გასულ წელსაც გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტური და ვიტალი კარბაია, ე.წ. ბორდერიზაცია და უკანონო დაკავებები - ამ ქმედებებით, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საოკუპაციო ძალები სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციასა და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გავრცელებას ცდილობდნენ.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს სხვადასხვა აქტორი ცდილობდა პოლიტიკური ვითარების გამწვავებასა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებებისთვის ნიადაგის მომზადებას. რისკების განეიტრალება და პრევენცია კი სუს-მა სხვა უწყებებთან კოორდინაციით შეძლო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს, კანონმდებლები, უახლოეს დღეებში, საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი