შს მინისტრის ინტერპელაცია პარლამენტში

19 აპრილი 2024, 18:11 473 ნახვა

რამდენიმე საათს გაგრძელდა შს მინისტრის ინტერპელაცია პარლამენტში. კითხვები ეხებოდა ფემიციდს, ოჯახში ძალადობასა და ნარკოდანაშაულს. დეპუტატებმა გვერდი ვერ აუარეს პარლამენტში რეგისტრირებულ ხმაურიან კანონპროექტს და ვახტანგ გომელაურს ჰკითხეს, როცა საუბარია ფემიციდზე და როცა დასავლელი პარტნიორები უწევენ ძლიერ მხარდაჭერას როგორც მსხვერპლ ქალებს, ისე თავად გომელაურის უწყებას ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, ხედავს თუ არა ამ ფონზე ის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ინიცირების აუცილებლობას. რაც შეეხება ინტერპელაციით განსაზღვრულ შეკითხვებს, ის ქალმა დეპუტატებმა დაიბარეს, ამიტომ განსაკუთრებით მეტი შეკითხვა სწორედ ფემიციდზე და ქალთა მიმართ ძალადობაზე დაისვა. თეონა აქუბარდიამ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშიც მოიყვანა, უთხრა რომ არსებული სტატისტიკა რეალურად არ აჩვენებს პრობლემის მასშტაბებს და ასევე დაუწუნეს ელექტრონული ზედამხედველობის პრაქტიკა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიაც. ვახტანგ გომელაურმა ყველა კითხვას სტატისტიკური მონაცემებით გასცა პასუხი, არგუმენტებს შორის იყო უწყების მიერ გატარებული ღონისძიებები, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში