ცვლილება საგადასახადო კოდექსში - ე.წ. ოფშორიდან კომპანიების გადმოტანაზე გადასახადები გაუქმდა

19 აპრილი 2024, 14:03 379 ნახვა

73-ი მომხრე 9  წინააღმდეგი - საქართველოს პარმალენტმა დაჩქარებული წესით   საგადასახადო კოდექსში  ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილელებით საგადასახადო შეღავათი  წესდება  ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

ანუ, კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო   და ქონების გადასახადებისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის საქართველოში შემოტანა გათავისუფლდება იმპორტის გადასახადებისგან.

საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის  100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი ფლობდეს.

ამავე საგადასახადო ცვლიელებით, ფიზიკურ პირებს  ჩამოეწერებათ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებები და შესაბამისი საურავები. ცვლილებებს „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს ოპოზიცია და მას მხარი არ დაუჭირა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი