ცვლილება საგადასახადო კოდექსში

19 აპრილი 2024, 12:02 255 ნახვა

პარლამენტი ე.წ. ოფშორების კანონს მესამე მოსმენით დღეს პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში  რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს.

კანონპროექტი მეორე მოსმენით გუშინ მიიღეს. ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ ცვლილების მიზანი  "მეტი გამჭვირვალობა და მეტი მონიტორინგია.

რასაც არ ეთანხმება ოპოზიცია. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტით "ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება, დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში ე.წ. ოფშორებში გადამალული ქონება.  

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში