საპროტესტო აქცია - გამოხმაურებები

18 აპრილი 2024, 14:01 258 ნახვა

,,არა რუსულ კანონს“ - ეს არის მოქალაქეების მთავარი სათქმელი უკვე მეოთხე დღეა. პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ  არჩევანს - გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი არ გადაუხვევენ.ჯერ უცნობია გაიმარტება თუ არა საპროტესტო აქცია დღესაც, რაც შეეხება გუშინდელ ღამეს, მმართველი გუნდისგან პოლიციელებმა მადლობები დაიმსახურა.

პარლამენტის თავმჯდომარე   ხაზს  უსვამს   პროპორციული რეაგირებას.   შალვა პაპუაშვილის განცხადებით,   სამართალდამცველებმა გუშინ პროფესიონალურად იმოქმედეს, უზრუნველყვეს გამოხატვის თავისუფლება და აქციაზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოება. 

ქვეყნის პირველი კანონმდებლის თქმით, რადიკალური ჯგუფები  ცდილობდნენ როგორც პოლიციის პროვოცირებას, ისე სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში