''ნაციონალური მოძრაობა'' ქობულეთის მუნიციპალიტეტს ხეების გაჩეხვაში ადანაშაულებს. ბონდო თედორაძის თქმით, ციხისძირში ხეებს, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილი ხეების გადატანას ხელს უშლის, გამწვანების სამსახური ჭრის. იმავე მიზეზს უკავშირებს თედორაძე ხეების გასხლვას. საკრებულოს წევრი კონკრეტულ ფაქტზეც საუბრობს და მაგალითად გუშინ ღამით უნებართვოდ მოჭრილ კაკლის 12 ხეს ასახელებს. გამწვანების სამსახურში აცხადებენ, რომ კაკლის ხეები მათ არ მოუჭრიათ, გასხლვის სამუშაოებში კი საგზაო დეპარტამენტს ეხმარებიან, რომელსაც ნებართვა მუნიციპალიტეტისგან აქვს.