7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გრძეელდება. სხდომას კლინიკა ვივამედიდან ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი.
ვიდეო მიმართვისას მან ყურდღება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაამახვილა და აღნიშნა, რომ აქციები, უნდა გაგრძელდეს და მთელი საქართველო მოიცვას.
აქვე მესამე პრეზიდენტმა სამოქალაქო აქტივობისა და ქვეყნის განვითარების კუთხით საკუთარ როლზე ისაუბრა და მიუთითა, რომ მასაც აქვს გარკვეული წვლილი, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა რუსეთისა და კორუფციის პირობებში არ გაზრდილიყო.