„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პოლიტიკურ დებატებს პარლამენტი ხვალინდელ სხდომაზე დაუბრუნდება.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დაგეგმილია „ლელოს“, „რეფორმების ჯგუფის“, „საქართველოსთვის“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.