პოლიტიკური განცხადებები პლენარულ სხდომაზე

16 აპრილი 2024, 15:18 425 ნახვა

უყრიან თუ არა კენჭს დეპუტატები დღესვე პირველი მოსმენით სხდომაზე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს, ჯერ უცნობია. საკანონმდებლო ინიციატივის სასესიო ფორმატში განხილვას კი დღესვე გეგმავენ.

კენჭისყრის საკითხს მმართველი გუნდი გააჭიანურებს - ასეთია ოპოზიციის პროგნოზი, მიზეზს კი საპროტესტო ტალღის შესუსტებას უკავშირებენ.

დილიდან ისევ ისმის სხდომათა დარბაზში განცხადებები, რომ ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი და არა ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომ დოკუმენტს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან.

ითხოვენ ''ქართულმა ოცნებამ'' შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა, რადგან მიაჩნიათ, რომ ის როგორც შინაარსობრივად, ისე მიზნებითაც რუსულია. 

არც უკან გაწვევას და არც უკან დახევას აპირებს შარშანდელივით მმართველი პარტია. დღესაც ისმის სიტყვიერი შეურაცხყოფები, დაპირისპირება, ურთიერთბრალდებები და გაფრთხილებები.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში