პარლამენტი პირველი მოსმენით კენჭს უყრის "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს

16 აპრილი 2024, 14:08 356 ნახვა

დღეს პირველი მოსმენით გადის ხმაურიანი და სადავო კანონპროექტი სესიაზე, რომელიც გუშინ იურიდიულ კომიტეტზე თითქმის 10 საათიანი განხილვის, პროტესტისა და დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიუხედავად, მაინც მიიღეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომის დასაწყისშივე დააანონსა, რომ სხდომა დღესაც იქნება ხანგრძლივი და იმუშავებენ საღამოს 9 საათამდე.

მმართველი გუნდისთვის კრიტიკოსების პოზიციები მიუღებელია და აცხადებენ, რომ მათ აქვთ მოსაზრებები და არა არგუმენტები, თუ რატომ არის საკანონმდებლო ინიციატივის კანონად ქცევა მნიშვნელოვანი, რისიც არ სჯერათ ოპოზიციაში.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, კანონპროექტის კანონად ქცევა ქვეყნის ევროპულ გზას და მომავალს დააზიანებს, რომ ეს არის  სწორედ საბოტაჟი ევროინტეგრაციის გზაზე.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი