პარლამენტი პირველი მოსმენით კენჭს უყრის "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს

16 აპრილი 2024, 12:08 429 ნახვა

დღეს პირველი მოსმენით უკვე სესიაზე გადის ხმაურიანი და სადავო კანონპროექტი, რომელიც გუშინ იურიდიულ კომიტეტზე რამდენიმესაათიანი განხილვების, პროტესტისა და დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიუხედავად, მაინც მიიღეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტის კანონად ქცევა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას და მომავალს დააზიანებს, რომ ეს არის  სწორედ საბოტაჟი ამ გზაზე.

მმართველი გუნდისთვის კრიტიკოსების პოზიციები მიუღებელია და აცხადებენ, რომ მათ აქვთ მოსაზრებები და არა არგუმენტები.

ამ წუთებში იწყება სხდომა, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი