„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა 

15 აპრილი 2024, 12:08 423 ნახვა

პარლამენტში ხმაურიანი და სადავო კანონპროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უკვე 2 საათის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების ფონზე უკანგაწვეული პროექტის იდენტურია.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. 

ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში