საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა, სხვა პირებთან ერთად, დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით 100 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 10 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისი ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.