შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი 2024, 14:08 241 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა. აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის როლი ორმხრივ ურთიერთობებში.

შეხვედრაზე მიმოიხილეს თანამშრომლობა ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სექტორებში.

აღინიშნა „შუა დერეფნის“ მზარდი მნიშვნელობა და პოტენციალი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში